სიახლეები
ხაშურის მუნიციპალიტეტში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 2 ფაქტი გამოვლინდა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთის რეგიონალური სამმართველოს შიდა ქართლის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლებმა, შსს შიდა ქართლის დეპარტამენტის ხაშურის რაიონული სამმართველოს გომის პოლიციის თანამშრომლებთან ერთად, ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 2 ფაქტი გამოავლინეს.
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ გომთან შეჩერებული ავტომანქანის ძარაზე 34 ერთეული თხმელასა (მურყანი) და 32 ერთეული 1,20 სიგრძის ნაძვის სახეობის დაუფირნიშენებელი მორი იყო განთავსებული.
მძღოლებმა ვერ წარმოადგინეს შესაბამისი დოკუმენტაცია. შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღევის ოქმები, საქმის მასალები შესაბამის უწყებაში გადაიგაზავნება.