სიახლეები
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ხე-ტყის უკანონო ჭრის ფაქტი გამოავლინეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, ხე-ტყის უკანონო ჭრის ფაქტი გამოავლინეს.
მოქალაქემ, სოფელ ჩხიკვთას მიმდებარედ, სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე, უკანონოდ მოჭრა და დაამზადა 2 ძირი რცხილას სახეობის ხე.
აღნიშნულთან დაკავშირებით შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმები. საქმის მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის რაიონულ სასამართლოში გადაიგზავნა.