საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შშმ პირებზე ადაპტირება

სიახლეები

ბეჭდვა

აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ორი უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს



გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა  ორი უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს.

ლენტური ტიპის არარეგისტრირებული სახერხი საამქროები ამოღებულია შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩანჩხალოში და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში. ნატანებში გამოვლენილი უკანონო სახერხი საამქროს მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული იყო კრიპტომერიის სახეობის 21 დაუფირნიშებელი მრგვალი მორი და  1 კუბური მეტრი პირველადი გადამუშავების პროდუქტი - ფიცარი.

ვინაიდან ორივე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.

ყველა სიახლე
შემოგვიერთდით: