საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შშმ პირებზე ადაპტირება

სიახლეები

ბეჭდვა

ახალციხის მუნიციპალიტეტში ხე-ტყის უკანონო ჭრის ფაქტები გამოავლინეს



გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ჭრის ფაქტები გამოავლინეს.

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელი მუსხისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ანდეზიტის მიმდებარედ, მოქალაქეებმა უკანონოდ მოიპოვეს 3 ძირი ჭადრის სახეობის ხე და 14 ცალი წიწვოვანი სახეობის (ნაძვის) დაუფინიშებელი მრგვალი მორი (5 მ სიგრძის).

მოქალაქეების მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი. მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის რაიონულ სასამართლოში გადაიგზავნა.
 
ყველა სიახლე
შემოგვიერთდით: