საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შშმ პირებზე ადაპტირება

სიახლეები

ბეჭდვა

ინერტული მასალების უკანონო მოპოვების ორი ფაქტი გამოვლინდა



გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ინერტული მასალების უკანონო მოპოვების ორი ფაქტი გამოავლინეს.

მოქალაქეები, ბათუმში, ახალსოფლის მიმდებარედ, მდინარე ჭოროხის კალაპოტში ქვიშა-ხრეშს, სპეციალური ტექნიკით (ესკავატორი) უკანონოდ მოიპოვებდნენ. ერთ-ერთ სამართალდამრღვევს, სატვირთო ავტომანქანაზე, 20 კუბური მეტრი უკანონოდ მოპოვებული ქვიშა-ხრეში ჰქონდა განთავსებული.

დეპარტამენტის აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სპეციალური ტექნიკა და სატვირთო ავტომანქანა დალუქეს, სამართალდამრღვევების მიმართ კი, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმები შეადგინეს.
ყველა სიახლე
შემოგვიერთდით: