საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შშმ პირებზე ადაპტირება

სიახლეები

ბეჭდვა

სამტრედიაში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა



გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ქალაქ სამტრედიაში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.

მოქალაქე, დაახლოებით 1 კუბური მეტრი წიწვოვანი სახეობის დახერხილი ხე-მასალის ტრანსპორტირებას, შესაბამისი დოკუმენტის გარეშე ახდენდა.
დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ავტომანქანა დალუქეს. სამართალდამრღვევის მიმართ, შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი.
ყველა სიახლე
შემოგვიერთდით: