სიახლეები
იმერეთში საწარმოების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 3 ფაქტი გამოვლინდა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, იმერეთში საწარმოების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის სამი ფაქტი გამოავლინეს.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერში ბეტონის ნაკეთობებისა და დეკორატიული ფილების დამმზადებელი საამქროები, თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოგნარში კი ქვის სახერხი საამქრო ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნათა დარღვევით - ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიშის გარეშე ოპერირებდნენ.
სამართალდამრღვევების მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შესახებ ოქმები და მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.