საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შშმ პირებზე ადაპტირება

სიახლეები

ბეჭდვა

ადიგენის მუნიციპალიტეტში ორი ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო გამოვლინდა



გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ადიგენის მუნიციპალიტეტში, ორი დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო გამოავლინეს.

სოფლებში, ამხერსა და არზნეში, მოქალაქეებს, ცირკული ტიპის უკანონო სახერხი დანადგარები საცხოვრებელი სახლის ტერიტორიაზე მოწყობილ შენობებში ჰქონდათ განთავსებული.

ვინაიდან ფაქტები შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
ყველა სიახლე
შემოგვიერთდით: