საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შშმ პირებზე ადაპტირება

სიახლეები

ბეჭდვა

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების 2 ფაქტი გამოვლინდა



გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ზესტაფონის მუნიციპალიტეტში სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების 2 ფაქტი გამოავლინეს.

მოქალაქეები, სოფელ წევასა და დაბა შორაპნის მიმდებარედ, სილიკომანგანუმის ქერქულ ნარჩენს (წიდა) უკანონოდ მოიპოვებდნენ. სამართალდამრღვევებს ჯამში, დაახლოებით 800 კგ. სასარგებლო წიაღისეული ჰქონდათ უკანონოდ მოპოვებული.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უკანონოდ მოპოვებული სასარგებლო წიაღისეული დალუქეს, სამართალდამრღვევების მიმართ კი, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმები შეადგინეს.

ყველა სიახლე
შემოგვიერთდით: