საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შშმ პირებზე ადაპტირება

სიახლეები

ბეჭდვა

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ხე-ტყის უკანონო ჭრისა და ტრანსპორტირების ფაქტები გამოვლინდა



გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ჭრისა და ტრანსპორტირების ფაქტები გამოავლინეს.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, გადამოწმების მიზნით გაჩერებული ავტომანქანის ძარაზე განთავსებული იყო 2მ³ ფოთლოვანი სახეობის საშეშე მერქანი. მოქალაქემ ვერ წარმოადგინა ხე-ტყის ტრანსპორტირებისთვის საჭირო შესაბამისი დოკუმენტაცია. ავტომანქანა დალუქეს, შედგა შესაბამისი აქტი.

ასევე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ვარხუნოს მიმდებარე ტყეში, მოქალაქემ უკანონოდ მოჭრა და დაამზადა რცხილას სახეობის 0.3 მ³ ხე-ტყე. აღნიშნულ ფაქტზე შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი.

მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებებს გადაეგზავნა.

ყველა სიახლე
შემოგვიერთდით: