საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შშმ პირებზე ადაპტირება

სიახლეები

ბეჭდვა

ხაშურის მუნიციპალიტეტში სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის ფაქტი გამოვლინდა



გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთი რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის ფაქტი გამოავლინეს.

ხაშურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სახერხი საამქროს ტერიტორიაზე, სამი ერთეული ფოთლოვანი სახეობის დაუფირნიშებელი მორი და 0,2 მ3 პირველადი გადამუშავების პროდუქტი - ფიცარი იყო განთავსებული. ამასთან, აღნიშნული სახერხი მიმდინარე წლის მარტის თვეში, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საფუძველზე დაილუქა, ხოლო გადამოწმების დროს სახერხ დანადგარზე  ლუქის მთლიანობა დარღვეული იყო. 

შიდა ქართლის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლებმა ფაქტზე შეადგინეს ოქმები. სახერხი საამქრო და უკანონო ხე-ტყე დაილუქა. 

2021 წლის 01 მარტიდან 31 მარტის ჩათვლით,  სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 65 ფაქტი დაფიქსირდა. ასევე, ამოღებულია 11 ერთეული არარეეგისტრირებული სახერხი საამქრო.

ყველა სიახლე
შემოგვიერთდით: