საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შშმ პირებზე ადაპტირება

სიახლეები

ბეჭდვა

აჭარასა და გურიაში 2 უკანონო სახერხი საამქრო გამოვლინდა



გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა აჭარასა და გურიაში 2 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს.

ლენტური ტიპის არარეგისტრირებული სახერხი საამქროები გამოვლენილია ლანჩხუთისა და შუახევის მუნიციპალიტეტებში.

აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო სახერხი საამქროები დალუქეს.

ორივე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. მასალები შემდგომი რეაგიერების მიზნით შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.

2021 წლის 01 მარტიდან 31 მარტის ჩათვლით,  სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 65 ფაქტი დაფიქსირდა. ასევე, ამოღებულია 11 ერთეული არარეეგისტრირებული სახერხი საამქრო.

ყველა სიახლე
შემოგვიერთდით: