საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შშმ პირებზე ადაპტირება

სიახლეები

ბეჭდვა

სასარგებლო წიაღისეულის უკანონოდ მოპოვების 3 ფაქტი გამოვლინდა



გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა წყალტუბოს, ამბროლაურისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში, სასარგებლო წიაღისეულის უკანონოდ მოპოვების 3 ფაქტი გამოავლინეს.

მოქალაქეებმა, ჯამში 120 კუბურ მეტრამდე ქვიშა-ხრეში, სპეციალური ტექნიკით (ესკავატორები) უკანონოდ და ლიცენზიის კონტურს გარეთ მოიპოვეს.

დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სპეციალური ტექნიკა და სატვირთო ავტომანქანა დალუქეს, სამართალდამრღვევების მიმართ კი, ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შესახებ ოქმები შეადგინეს.

ყველა სიახლე
შემოგვიერთდით: