სიახლეები
ბაზალეთის ტბაზე პრევენციული ღონისძიება გატარდა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთი რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ბაზალეთის ტბაზე პრევენციული ღონისძიება გაატარეს.
გატარებული ღონისძიებების შედეგად, ჯამში ამოღებულია ორი ერთეული სახლართი ტიპის ბადე, საერთო სიგრძით 300 მეტრი და ორი ცალი თევზსაჭერი ე.წ. "გოდორი".
ადგილზე შედგა შესაბამისი აქტი სათანადო აქტი, ხოლო უკანონო თევზჭერის იარაღები დაილუქა.