სიახლეები
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 3 ფაქტი გამოვლინდა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 3 ფაქტი გამოავლინეს.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის დაბა ჯვარში შეჩერებული ავტომანქანის ძარაზე 1 მ3-მდე პირველადი გადამუშავების პროდუქტი - ფიცარი იყო განთავსებული, მძღოლმა ვერ წარმოადგინა შესაბამისი დოკუმენტაცია.
ამავე ტერიტორიაზე, მოქალაქებს ავტომანქაების ძარაზე, წიწვოვანი სახეობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი - 8მ3-მდე ფიცარი, 1 მ3-მდე ძელაკი და 7 ერთეული ნაგვერდული ფარულად ჰქონდათ განთავსებული.
ავტომანქანები და უკანონო ხე-ტყე დაილუქა. საქმის გადაიგზავნება შესაბამის უწყებებში.