საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შშმ პირებზე ადაპტირება

სიახლეები

ბეჭდვა

იმერეთში ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 2 ფაქტი გამოავლინეს



გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული თანამშრომლებმა იმერეთში ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 2 ფაქტი გამოავლინეს.

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩომახეთში, მოქალაქემ, საავტომობილო გზის მიმდებარედ, საბურავი და რეზინის ნივთები ღია წესით დაწვა. ასევე საბურავის ღია წესით წვა მოახდინა მოქალაქემ თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ გოდოგანში.

ორივე შემთხვევაზე შედგა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმები.

მუნიციპალური არასახიფათო ნარჩენის - საბურავის, რეზინისა და სხვა ელასტომერული მასალის ღია წესით წვა, დასჯადია და ნარჩენების მართვის კოდექსის 35-ე მუხლის მეორე ნაწილით, ითვალისწინებს ჯარიმას 1500 ლარის ოდენობით.

ყველა სიახლე
შემოგვიერთდით: