საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შშმ პირებზე ადაპტირება

სიახლეები

ბეჭდვა

თბილისში უკანონო თევზჭერის 2 ფაქტი გამოავლინეს



გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის 2 ფაქტი გამოავლინეს.

თბილისის ზღვაზე, მოქალაქე სახლართი ტიპის ბადით ახდენდა უკანონო თევზჭერას და ჯამში 28 კგ. სხვადასხვა სახეობის თევზი ჰქონდა მოპოვებული. მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, მოქალაქე ანკესზე გამობმული სახლართი ტიპის ბადით ახდენდა უკანონო თევზჭერას, თევზი მოპოვებული არ ჰქონდა.

გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლებმა თბილისის ზღვაზე,  უკანონო თევზჭერის მიმართულებით პრევენციული ღონისძიება გაატარეს. შედეგად,  საერთო სიგრძით 1000 მეტრი სახლართი ტიპის სამი ერთეული ბადე ამოიღეს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2021 წლის 01 იანვრიდან 30 აპრილის ჩათვლით, უკანონო თევზჭერის 123 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 4 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

ყველა სიახლე
შემოგვიერთდით: