საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შშმ პირებზე ადაპტირება

სიახლეები

ბეჭდვა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ხე-ტყის უკანონო ჭრისა და ტრანსპორტირების ფაქტები გამოავლინეს



გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, ხე-ტყის უკანონო ჭრისა და ტრანსპორტირების ფაქტები გამოავლინეს.

მოქალაქეები, სოფლებში - ბოლოკიანსა და საქობოში,  შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე ახდენდნენ უკანონოდ მოპოვებული 3,5 მ3-მდე ოდენობის, ჭალის მუხის სახეობის პირველი და მეორე ხარისხის მორების ტრანსპორტირებას. მათ აღნიშნული ხე-ტყე სოფელ ჰერეთისკარის მიმდებარედ, შ.პ.ს "ფაუნას" ტყის ტერიტორიაზე უკანონოდ მოჭრეს და დაამზადეს.

სამართალდამრღვევის მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმები. მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებას გადაეგზავნა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2021 წლის 01 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 210 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 12 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

ყველა სიახლე
შემოგვიერთდით: