სიახლეები
იმერეთში ხე-ტყის უკანონო ჭრის 4 ფაქტი გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა იმერეთში ხე-ტყის უკანონო ჭრის 4 ფაქტი გამოავლინეს.
თხმელის (მურყანი) სახეობის ხე-მცენარეების უკანონოდ მოპოვების ფაქტები გამოვლენილია ზესტაფონის, წყალტუბოს, საჩხერისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტებში. ჯამში ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 9 ერთეული ხე-ტყე.
ოთხივე სამართალდარღვევაზე დაწყებულია სამართალწარმოება.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2021 წლის 01 მარტიდან 31 მარტის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 293 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 12 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.