საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შშმ პირებზე ადაპტირება

სიახლეები

ბეჭდვა

ქვემო ქართლში ხე-ტყის უკანონო ჭრისა და ტრანსპორტირების 4 ფაქტი გამოავლინეს



გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ჭრისა და ტრანსპორტირების 4 ფაქტი გამოავლინეს. წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ დარაკოვისა და დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ლოქჭანდარის მიმდებარედ, მოქალაქეები შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე ახდენდნენ 5 მ³ წიფლისა და 7 მ³ რცხილას სახეობის საშეშე მერქნის ტრანსპორტირებას. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ გოლთეთის მიმდებარედ კი, გადამოწმების მიზნით შეჩერებული ორი ავტომანქანის ძარაზე განთავსებული 2.1 მ³ წიფლისა და 5 მ³ ფოთლოვანი სახეობის საშეშე მერქნიდან, მძღოლებმა მხოლოდ ხე-ტყის ნაწილზე წარმოადგინეს კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტები. ავტომანქანები დაილუქა. სამართალდამრღვევების მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმები და შესაბამისი აქტი. მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებებს გადაეგზავნა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2021 წლის 01 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 210 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 12 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
ყველა სიახლე
შემოგვიერთდით: