საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შშმ პირებზე ადაპტირება

სიახლეები

ბეჭდვა

გურიაში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს



გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა გურიაში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში, მოქალაქემ, თვითმმართველობის ტერიტორიაზე, უკანონოდ მოჭრა ორი ერთეული კრიპტომერიის სახეობის ხე-მცენარე.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, აღნიშნულ სამართალდარღვევაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი შეადგინეს.

მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის სასამართლოში გადაიგზავნა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2021 წლის 01 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 210 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 12 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

ყველა სიახლე
შემოგვიერთდით: