საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შშმ პირებზე ადაპტირება

სიახლეები

ბეჭდვა

ხაშურის მუნიციპალიტეტში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 5 ფაქტი გამოავლინეს.



გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 5 ფაქტი გამოავლინეს.

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლებში შეჩერებული ავტომანქანების ძარაზე, ჯამში 122 ერთეული სხვადასხვა სიგრძის წიწვოვანი სახეობის დაუფირნიშებელი მორი იყო განთავსებული.

შედგა შესაბამისი ოქმები, ავტომანქანები დაილუქა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2021 წლის 01 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 210 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 12 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

ყველა სიახლე
შემოგვიერთდით: