სიახლეები
თბილისში ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 2 ფაქტი გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლებმა ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 2 ფაქტი გამოავლინეს.
თბილისში, ალექსეევკის მიმდებარედ მოქალაქე პოლიეთილენის და რეზინის ნარჩენების წვას ღია წესით ახდენდა. შედგა შესაბამისი საჯარიმო ქვითარი.
ვაშლიჯვარი-ნუცუბიძის დამაკავშირებელი გზის მიმდებარედ, მოქალაქემ თავის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანიდან კლდის ნაშალის უკანონო დაყრა განახორციელა. შედგა შესაბამისი ოქმი.