საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შშმ პირებზე ადაპტირება

სიახლეები

ბეჭდვა

სამცხე-ჯავახეთში სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის ფაქტი გამოავლინეს



გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის ფაქტი გამოავლინეს.

ბორჯომის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სახერხი საამქროს ტერიტორიაზე  8 ერთეული 1.20 მეტრი სიგრძის ნაძვის სახეობის დაუფირნიშებელი მრგვალი მორი იყო განთავსებული. საამქროს მეპატრონემ დეპარტამენტის თანამშრომლებს ვერ წარმოუდგინა ხე-ტყის კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

სამცხე-ჯავახეთის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლებმა ფაქტზე შეადგინეს ოქმები, როგორც სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის, ასევე ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების მუხლით. სახერხი საამქრო დაილუქა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2021 წლის 01 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით, სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 54 ფაქტი დაფიქსირდა. ასევე ამოღებულია 13 ერთეული არარეგისტრირებული სახერხი.

ყველა სიახლე
შემოგვიერთდით: