სიახლეები
ქარელში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.
ქარელის მიმდებარედ, ავტობანზე შეჩერებული ავტომანქანის ძარაზე 2,3 მ3 პირველადი გადამუშავების პროდუქტი - ფიცარი იყო განთავსებული.
მძღოლმა ვერ წარმოადგინა შესაბამისი დოკუმენტაცია. ავტომანქანა დაილუქა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2021 წლის 01 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 210 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 12 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.