საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შშმ პირებზე ადაპტირება

სიახლეები

ბეჭდვა

კახეთში ხე-ტყის უკანონო ჭრისა და ტრანსპორტირების 6 ფაქტი გამოავლინეს



გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ჭრისა და ტრანსპორტირების 6 ფაქტი გამოავლინეს.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ გიორგიწმინდაში, ასევე, ანთოკში, მანავსა და ნინოწმინდის მიმდებარედ, მოქალაქეები შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე ახდენდნენ უკანონოდ მოპოვებული რცხილას, იფნის, წიფლისა და მუხის სახეობის - ჯამში - 9 მ3-მდე მეორე ხარისხის მერქნის ტრანსპორტირებას.

ხოლო, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევისა და ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორბალოს მიმდებარედ, მოქალაქეებს უკანონოდ გადაჰქონდათ 3 მ3 რცხილასა და 0.5 მ3 აკაციის სახეობის მეორე ხარისხის ხე-ტყე.

სამართალდამრღვევის მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმები. მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებას გადაეგზავნა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2021 წლის 01 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 210 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 12 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

ყველა სიახლე
შემოგვიერთდით: