საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შშმ პირებზე ადაპტირება

სიახლეები

ბეჭდვა

ბაღდათისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების 2 ფაქტი გამოავლინეს



გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სასარგებლო წიაღისეულის (ქვიშა-ხრეში) მოპოვების 2 ფაქტი გამოავლინეს.

ბაღდათისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში, მოქალაქეებმა, ჯამში დაახლოებით 50 კუბური მეტრი ქვიშა-ხრეში სპეციალური ტექნიკით (ესკავატორით) უკანონოდ და ლიცენზიის კონტურსგარეთ მოიპოვეს.  ერთ-ერთმა სამართალდამრღვევმა, უკანონოდ მოპოვებული წიაღისეულის უკანონო ტრანსპორტირებაც მოახდინა.

დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სპეციალური ტექნიკა და სატვირთო ავტომანქანა დალუქეს, სამართალდამრღვევების მიმართ კი, ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შესახებ ოქმები შეადგინეს.

ყველა სიახლე
შემოგვიერთდით: