სიახლეები
სამეგრელო-ზემო სვანეთში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 2 ფაქტი გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 2 ფაქტი გამოავლინეს.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურში - 18 მ3, ხოლო ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში შეჩერებული ავტომანქანის ძარაზე 1,11 მ3 წიწვოვანი სახეობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი - ფიცარი იყო განთავსებული.
მძღოლებმა ვერ წარმოადგინეს შესაბამისი დოკუმენტაცია. ავტომანქანები დაილუქა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2021 წლის 01 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 210 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 12 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.