სიახლეები
თიანეთისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში ხე-ტყის უკანონო ჭრის 5 ფაქტი გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ჭრის 5 ფაქტი გამოავლინეს.
თიანეთისა და ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლებში, მოქალაქეებმა ჯამში უკანონოდ 7 ერთეული ფიჭვისა და 7 ერთეული მუხის სახეობის ხე-ტყე მოჭრეს.
შედგა შესაბამისი ოქმები, დაილუქა 4 ერთეული ე.წ. "ბენზო ხერხი" და ერთი ერთეული ტრაქტორი.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2021 წლის 01 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 210 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 12 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.