საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შშმ პირებზე ადაპტირება

სიახლეები

ბეჭდვა

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში კუსტარულად მოწყობილი ე.წ. სანახშირეები გამოავლინეს



გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, კუსტარულად მოწყობილი ნახშირის გამოსაწვავი უკანონო ორმოები, ე.წ. სანახშირეები აღმოაჩინეს.

სოფელ გიორგიწმინდას მიმდებარედ, მოქალაქეებს მოწყობილი ჰქონდათ დაურეგისტრირებელი სანახშირე ორმოები, სადაც ნახშირის უნებართვო წვა ხდებოდა. ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის ტექნიკური ანგარიშის არქონის გამო, მათ მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმები.

ნახშირის უკანონოდ დამზადება ზიანს აყენებს გარემოს და განსაკუთრებით სახიფათოა ადამიანის ორგანიზმისთვის. ამ დროს ჰაერში ნივთიერება CO ვრცელდება, რაც ძლიერი საწამლავია.

ყველა სიახლე
შემოგვიერთდით: