სიახლეები
იმერეთში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 2 ფაქტი გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა იმერეთში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 2 ფაქტი გამოავლინეს.
მოქალაქემ, სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ მელაურში, ნათესავის საკარმიდამო ეზოში, უკანონოდ მოჭრა თხმელას (მურყანი) სახეობის 11 ერთეული ხე-მცენარე და მისგან მიღებული ხე-მასალის უკანონო ტრანსპორტირება მოახდინა ტრაქტორით სოფელ მთისძირის მიმართულებით.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ღორეშაში კი, მოქალაქემ უკანონოდ მოჭრა 1 ერთეული რცხილის სახეობის ხე-მცენარე და მისი ტრანსპორტირებაც უკანონოდ მოახდინა.
დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე და სატრანსპორტო საშუალებები დალუქეს. სამართალდამრღვევების მიმართ შედგა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმები.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2021 წლის 01 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 210 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 12 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.