სიახლეები
გორის მუნიციპალიტეტში დაურეგისტრირებელი ლენტური ტიპის სახერხი გამოავლინეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენის ტყის მიმდებარედ, დაურეგისტრირებელი ლენტური ტიპის სახერხი გამოავლინეს. ტერიტორიაზე ერთი ერთეული ცირკული ხერხი და სალესი მოწყობილობაც იყო განთავსებული.
ვინაიდან ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროში გადაიგზავნა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2021 წლის 01 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით, სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 54 ფაქტი გამოავლინეს. ასევე ამოღებულია 13 ერთეული არარეგისტრირებული სახერხი.