სიახლეები
იმერეთში ხე-ტყის უკანონო მოპოვების 2 ფაქტი გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა იმერეთში ხე-ტყის უკანონო მოპოვების 2 ფაქტი გამოავლინეს. საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სარეკის მიმდებარედ, მოქალაქემ უკანონოდ მოჭრა 2 ერთეული აკაციის სახეობის ხე-მცენარე, ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გორდში კი, მოქალაქემ უკანონოდ მოიპოვა აკაციის სახეობის 5 ერთეული ხე-მცენარე. დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამართალდამრღვევების მიმართ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმები შეადგინეს. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის სასამართლოში გადაიგზავნება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2021 წლის 01 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 210 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 12 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.