საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შშმ პირებზე ადაპტირება

სიახლეები

ბეჭდვა

იმერეთსა და რაჭაში უკანონო ნადირობის 2 ფაქტი გამოავლინეს



გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა იმერეთსა და რაჭაში უკანონო ნადირობის 2 ფაქტი გამოავლინეს.

მოქალაქეები, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ შროშასა და ონის მუნიციპალიტეტის სოფელ სორიში, ტყეების მიმდებარედ, აკრძალულ პერიოდში, არარეგისტრირებული იარაღებით ნადირობდნენ.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამართალდამრღვევებს იარაღები ჩამოართვეს და შესაბამისი ოქმები შეადგინეს.

ჩამორთმეული იარაღები, ასევე მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნება.
ყველა სიახლე
შემოგვიერთდით: