სიახლეები
თბილისში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს.
მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, დედაენის ბაღის მიმდებარედ, მოქალაქე ანკესზე გამობმული სახლართი ტიპის ბადით ახდენდა უკანონო თევზჭერას, თევზი მოპოვებული არ ჰქონდა. შედგა შესაბამისი აქტი.
გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლებმა თბილისის ზღვაზე, უკანონო თევზჭერის მიმართულებით პრევენციული ღონისძიება გაატარეს. შედეგად, საერთო სიგრძით 600 მეტრი სახლართი ტიპის სამი ერთეული ბადე ამოიღეს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2021 წლის 01 იანვრიდან 30 აპრილის ჩათვლით, უკანონო თევზჭერის 123 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 4 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.