სიახლეები
სამცხე-ჯავახეთში ხე-ტყის უკანონო ჭრის სამი ფაქტი გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ჭრის სამი ფაქტი გამოავლინეს.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფლების დვირისა და ლიბანის მიმდებარედ, ასევე, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ნამინაურთან, მოქალაქეებმა უკანონოდ მოიპოვეს 3 ძირი წიწვოვანი (ნაძვი) და 1 ძირი ფოთლოვანი სახეობის ხე-ტყე.
მოქალაქეების მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმები. მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის რაიონულ სასამართლოში გადაიგზავნა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2021 წლის 01 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 210 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 12 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.