საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შშმ პირებზე ადაპტირება

სიახლეები

ბეჭდვა

მარტვილის მუნიციპალიტეტში ხე-ტყის უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტი გამოავლინეს



გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის  სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ტალერში მოქალაქის საკარმიდამო ეზოში,     სატვირთო ავტომანქანის  ძარაზე განთავსებული  წიწვოვანი  და თხმელას (მურყანი)  სახეობის 7ერთეული დაუფირნიშებელი მრგვალი ხე- ტყე (მორი) გამოვლინდა, ხოლო ავტომანქანის მიმდებარედ  23 ერთეული დაუფირნიშებელი თხმელასა (მურყანი) და წიწვოვანი ჯიშის  მრგვალი ხე-ტყე (მორი).

შედგა შესაბამისი აქტი. ავტომანქანა და ტერიტორიაზე განთავსებული ხე-ტყე დაილუქა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2021 წლის 01 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 210 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 12 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

ყველა სიახლე
შემოგვიერთდით: