საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შშმ პირებზე ადაპტირება

სიახლეები

ბეჭდვა

აჭარაში 7 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს



გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, აჭარაში 7 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს.

აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ,  არარეგისტრირებული სახერხი საამქროები ამოღებულია ხულოს მუნიციპალიტეტის სოფლებში: ელელიძეები, ტაბახმელა, შუასოფელი და ვანაძეები, ასევე - შუახევის მუნიციპალტეტის სოფლებში: ინწკირვეთსა და ჟანივრში.

მოქალაქეებს ლენტური ტიპის სახერხი დანადგარები საკარმიდამო ეზოებში და საგანგებოდ მოწყობილ შენობებში ჰქონდათ განთავსებული.

ვინაიდან შვიდივე ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნება.  

ყველა სიახლე
შემოგვიერთდით: