სიახლეები
გარდაბნის მუნიციპალიტეტში მიწის ნაყოფიერი ფენის მოხსნის ფაქტი გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა მიწის ნაყოფიერი ფენის მოხსნის ფაქტი გამოავლინეს.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვების მიმდებარედ, მოქალაქემ ყოველგვარი დოკუმენტაციის გარეშე მოჭრა 50 მ³ მიწის ნაყოფიერი ფენა.
მის მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი. მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის რაიონულ სასამართლოში გადაიგზავნება.