საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შშმ პირებზე ადაპტირება

სიახლეები

ბეჭდვა

აჭარაში სასარგებლო წიაღისეულის უკანონო მოპოვების 5 ფაქტი გამოავლინეს



გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა აჭარაში სასარგებლო წიაღისეულის უკანონო მოპოვების 5 ფაქტი გამოავლინეს.

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიჭაურში, მდინარე აჭარისწყლის კალაპოტთან მოქალაქემ, სპეციალური ტექნიკის საშუალებით, 20 კუბური მეტრი ქვიშა-ხრეში მოიპოვა.

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში, მდინარე აჭარისწყალზე კი, სამართალდამრღვევის მიერ, 90 კუბური მეტრი ქვიშა-ხრეშია უკანონოდ მოპოვებული.

სასარგებლო წიაღისეულის უკანონო მოპოვების 3 ფაქტია გამოვლენილი ქალაქ ბათუმში, მდინარე ჭოროხზე. მოქალაქეებმა, სპეციალური ტექნიკით, ჯამში 1 150 კუბური მეტრი ქვიშა ხრეში უკანონოდ მოიპოვეს.

აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სამართალდამრღვევების მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შესახებ ოქმები შეადგინეს.

ყველა სიახლე
შემოგვიერთდით: