საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შშმ პირებზე ადაპტირება

სიახლეები

ბეჭდვა

სამეგრელოში სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 3 ფაქტი გამოავლინეს



გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 3 ფაქტი გამოავლინეს.

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუნწში, მრგვალი ხე-ტყის გადამამუშავებელი სახერხი საამქროს საქმიან ეზოში 47 თეული დაფირნიშებული ჭადრის სახეობის მორი დაფიქსირდა, რომელიც არ იყო აღრიცხული ელექტრონულ  ჟურნალში. შედგა შესაბამისი აქტი.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიაში რეგისტრირებულ სახერხ საამქროში, ელექტრონული ჟურნალის მიხედვით 4,8 3 სხვადასხვა სახეობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი უნდა ყოფილიყო განთავსებული, რაც ადგილზე არ დაფიქსირდა. შედგა შესაბამისი აქტი.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკიფუში, სახერხი საამქროს ტერიტორიაზე ელექტრონული ჟურნალის მიხედვით 47 ერთეული მრგვალი მორი და 6,74 3 პირველადი გადამუშავების პროდუქტი უნდა ყოფილიყო განთავსებული. გადამოწმებისას, ხე-ტყე ადგილზე არ დაფიქსირდა. შედგა შესაბამისი აქტი.

ყველა სიახლე
შემოგვიერთდით: