საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შშმ პირებზე ადაპტირება

სიახლეები

ბეჭდვა

აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 3 ფაქტი გამოავლინეს



გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 3 ფაქტი გამოავლინეს.

ხაშური მუნიციპალიტეტის სოფელ მიწობში, მრგვალი ხე-ტყის გადამამუშავებელი სახერხი საამქროს  ტერიტორიაზე 2 ერთეული 6მ სიგრძის ნაძვის სახეობის დაუფირნიშებელი მორი და 2,6 მ³ პირველადი გადამუშავების პროდუქტი ფიცარი დაფიქსირდა, რომელიც არ იყო აღრიცხული ელექტრონულ  ჟურნალში. შედგა შესაბამისი ოქმი.

ქალაქ ხაშურში, მრგვალი ხე-ტყის გადამამუშავებელი სახერხი საამქროს საქმიან ეზოში 11 ერთეული 1.2მ სიგრძის  ნაძვის სახეობის დაუფირნიშებელი მორი  დაფიქსირდა, რომელიც არ იყო აღრიცხული ელექტრონულ  ჟურნალში. შედგა შესაბამისი ოქმი.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ორთაშენში, 0,2მ3 წიწოვანი სახეობის  ჩამოუგანავი ფიცარი დაფიქსირდა, რომელიც არ იყო აღრიცხული ელექტრონულ  ჟურნალში. შედგა შესაბამისი ოქმი.

ყველა სიახლე
შემოგვიერთდით: