საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შშმ პირებზე ადაპტირება

სიახლეები

ბეჭდვა

აჭარასა და გურიაში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 4 ფაქტი გამოავლინეს



გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა აჭარასა და გურიაში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 4 ფაქტი გამოავლინეს.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკში გადამოწმების მიზნით შეჩერებული ავტომანქანის ძარაზე, მოქალაქეს  განთავსებული ჰქონდა 5 კუბური მეტრი პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი). სამართალდამრღვევმა შესაბამისი დოკუმენტაცია ვერ წარმოადგინა.

3 სამართალდარღვევაა გამოვლენილი ხულოს მუნიციპალიტეტში. სოფლებში - რაქვაში, ბაკოსა და ირემაძეებში,  მოქალაქეებმა, ჯამში 17 ერთეული დაუფირნიშებელი წიწვოვანი სახეობის მორის უკანონო ტრანსპორტირება მოახდინეს.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა შესაბამისი ოქმები შეადგინეს. მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2021 წლის 01 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 210 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 12 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

ყველა სიახლე
შემოგვიერთდით: