სიახლეები
ქვემო ქართლში ხე-ტყის უკანონო ჭრის 4 ფაქტი გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ჭრის 4 ფაქტი გამოავლინეს.
მარნეულის, დმანისისა და წალკის მუნიციპალიტეტის სოფლების - დიდი მუღანლოს, ლოქჭანდარისა და საყდრიონის მიმდებარე ტყეებში, მოქალაქეებმა უკანონოდ მოიპოვეს და დაამზადეს 10 ძირი რცხილას, წიფელისა და ფიჭვის სახეობის ხე-ტყე.
მოქალაქეების მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმები. მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის რაიონულ სასამართლოში გადაიგზავნა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2021 წლის 01 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 210 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 12 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.