საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შშმ პირებზე ადაპტირება

სიახლეები

ბეჭდვა

თბილისში ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 4 ფაქტი გამოავლინეს



გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლებმა ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 4 ფაქტი გამოავლინეს.

თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიასა და სამგორის ქუჩაზე მოქალაქეები ღია წესით ელექტრო სადენების წვას ახდენდნენ.

გოთუას ქუჩაზე მოქალაქე  საყოფაცხოვრებო ნარჩენების ღია წესით წვას ახდენდა.

კახეთის გზატკეცილის მიმდებარედ, რეზინის და პოლიეთილენის  ნარჩენების ღია წესით წვის ფაქტი გამოვლინდა. შედგა შესაბამისი საჯარიმო ქვითრები.

ყველა სიახლე
შემოგვიერთდით: