სიახლეები
იმერეთში სასარგებლო წიაღისეულის უკანონო მოპოვების 3 ფაქტი გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა იმერეთში სასარგებლო წიაღისეულის უკანონო მოპოვების 3 ფაქტი გამოავლინეს.
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე სვირში, მდინარე ყვირილას სანაპიროზე, მოქალაქემ 30 კუბური მეტრი ქვიშა-ღორღი სპეცილური ტექნიკით (ექსკავატორით) უკანონოდ მოიპოვა.
ქალაქ ზესტაფონში კი გამოვლენილია სილიკომანგანუმის ქერქული ნარჩენის (წიდა) მოპოვების 2 ფაქტი. მოქალაქეებმა დაახლოებით 28 ტონა სასარგებლო წიაღისეული მოიპოვეს უკანონოდ.
დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სამართალდამრღვევების მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შესახებ ოქმები შეადგინეს.