სიახლეები
სამეგრელო-ზემო სვანეთში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 3 ფაქტი გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 3 ფაქტი გამოავლინეს.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის დაბა ჯვარში, ხოკოს საგუშაგოს მიმდებარე ტერიტორიაზე, სატვირთო ავტომანქანით 8,5 მ3 წიწვოვანი სახეობის პირველადი გადამუშავების პროდუქტის შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე ტრანსპოტირების ფაქტი გამოვლინდა.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ სქურში, გადამოწმების მიზნით შეჩერებული ავტომანქანის ძარაზე 6 მ3 -მდე წიფლის სახეობის საშეშე მერქანი იყო განთავსებული.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, დაბა ჯვარში, ხოკოს უბანზე გადამოწმებული ავტომანქანის ძარაზე, წიწვოვანი სახეობის ნაგვერდულების ქვეშ, წიწვოვანი სახეობის 0.25 მ3 ძელაკი და 0.21მ3 შავად ნამზადი დეტალი ფარულად იყო განთავსებული.
მძღოლებმა ვერ წარმოადგინეს შესაბამისი დოკუმენტაცია. ავტომანქანები დაილუქა.