საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შშმ პირებზე ადაპტირება

სიახლეები

ბეჭდვა

იმერეთში უკანონო თევზჭერის 2 ფაქტი გამოავლინეს



გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა იმერეთში უკანონო თევზჭერის 2 ფაქტი გამოავლინეს.

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარციხეში, მდინარე რიონზე, კაშხალთან 500-მეტრიან აკრძალულ ზონაში. ერთი მოქალაქე ანკესის, მეორე კი 150-მეტრიანი სახლართი ბადისა და გასაბერი ნავის გამოყენებით ახდენდა თევზჭერას. ერთ-ერთ სამართალდამრღვევს მოპოვებული ჰქონდა 6 კილოგრამი შერეული სახეობის  თევზი.

დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამართალდამრღვევებს უკანონოდ მოპოვებული თევზი, თევზჭერის საშუალებები და ნავი ჩამოართვეს. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2021 წლის 01 იანვრიდან 30 აპრილის ჩათვლით, უკანონო თევზჭერის 123 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 4 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

ყველა სიახლე
შემოგვიერთდით: