საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შშმ პირებზე ადაპტირება

სიახლეები

ბეჭდვა

ხაშურის მუნიციპალიტეტში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს



გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს.

ხაშურის მუნიციპალიტეტის  სოფელ ქაშვეთის მიმდებარედ ტყის მასივში, დაურეგისტრირებელი ლენტური ტიპის სახერხი დანადგარი გამოვლინდა, რომელიც  სპეციალურად მოწყობილ ლიანდაგზე იდგა და მიერთებული იყო გენერატორზე.  ტერიტორიაზე 1 ერთეული სალესი მოწყობილობა და 11 ერთეული 4 მეტრიანი დაუფირნიშებელი მორი იყო განთავსებული.

ვინაიდან ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროში გადაიგზავნა.

ყველა სიახლე
შემოგვიერთდით: