საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შშმ პირებზე ადაპტირება

სიახლეები

ბეჭდვა

სამცხე-ჯავახეთში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 5 ფაქტი გამოავლინეს



გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 5 ფაქტი გამოავლინეს.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფლების - საკირესა და მზეთამზეს, ასევე, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლების - ფლატესა და ზარზმის მიმდებარედ, მოქალაქეებს შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე გადაჰქონდათ უკანონოდ მოპოვებული ნაძვისა და ფიჭვის სახეობის - ჯამში - 11,5 კუბურ მეტრამდე ხე-ტყე.

ადიგენის მუნიციპალიტეტში, გადამოწმების მიზნით შეჩერებული ავტომანქანის ძარაზე განთავსებული იყო 3.8 კუბურ მეტრამდე სოჭის სახეობის საშეშე მერქანი. მძღოლმა წარმოადგინა ხე-ტყის წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტი, თუმცა, გადამოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ აღნიშნული ხე-ტყე არ იყო მოპოვებული დოკუმენტში მითითებულ სატყეო უბნის კვარტალში.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სამართალდამრღვევების მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმები შეადგინეს. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.

ყველა სიახლე
შემოგვიერთდით: